Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია დაიწყებს ერთმანეთის დახოცვას, ვინ რომელ სიაში მოხვდება და რომელ ადგილზე იქნება იმიტომ, რომ კარგად იციან, რომ ორ ათეულს ვერ გასცდებიან

მარშალ პრესი 29/05/2024
sozar subari

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოპოზიციის დაპირებებს გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ოპოზიცია არარეალურ დაპირებებს გასცემს, რის გამოც დასაცინები ხდებიან. სოზარ სუბარმა 2020 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდიც გაიხსენა, როდესაც ოპოზიციის წევრებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს და ვადამდელ არჩევნებზე საუბრობდნენ. დეპუტატის თქმით, საერთო სიის ფორმირების პროცესში ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდება.

„მერამდენედ ჰპირდებიან ქართულ საზოგადოებას არმაგედონის მოწყობას და საბოლოოდ ეს არმაგედონი მხოლოდ საკუთარი თავისთვის და პარტიებისთვის გამოსდით. ყოველ ჯერზე დასაცინები ხდებიან და მიუხედავად ამისა, ამ შეკრული წრიდან ვერ გამოვიდნენ. ოთხი წლის განმავლობაში არ ცნობდნენ არჩევნების შედეგებს და ამ პერიოდში ამბობდნენ, რომ აუცილებლად იქნება ვადამდელი არჩევნები. აი, დღესაც კი, როცა არჩევნებამდე დარჩენილია ნახევარი წელი, ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ. საბოლოოდ, ისინი [ოპოზიცია] დაიწყებენ ერთმანეთის დახოცვას, ვინ რომელ სიაში მოხვდება და რომელ ადგილზე იქნება იმიტომ, რომ კარგად იციან, რომ ორ ათეულს ვერ გასცდებიან.“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: გლობალური ომის პარტიის დავალებით ,,რიგითი” ზურაბიშვილის დაარსებული „ლოკალური ომის ქარტიის“, ,,კასრების” და ,,უჩა აბაშიძის” მორალის ჯგუფების გაერთიანება ვერ შეუცვლის საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტრადიციებს
Next: საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. სრული ბლეფია კოლექტიური “ნაცების” კაკაფონია საქართველოს ე.წ. შავბნელ ეკონომიკაზე თუ სახელმწიფო ბიუჯეტზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.