IMG.GE IMG.GE

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო უბანთან, 25-მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის შეფერხება შეიზღუდება. ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“ფიზიკურად შეფერხებაში არ იგულისხმება მხოლოდ ამომრჩევლის პირდაპირ კანონსაწინააღმდეგოდ ფიზიკურად შეფერხება. ნებისმიერი შეფერხება, როდესაც, მაგალითად, გადაუდგები ამომრჩეველს და ეკითხები, ვის აძლევს ხმას – ესეც არის საარჩევნო რეგუალციების დარღვევა”,  – განაცხადა კობახიძემ.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება