Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხშირ შემთხვევაში შეიძლება დონორმაც არ იცოდეს, რაც ხდება და თუ იცის და მაინც აკეთებს, მაშინ ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა უნდათ ამ დონორებს ჩვენს ქვეყანასთან

მარშალ პრესი 29/05/2024
sozar subari2

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქართველი კანონმდებლების სიცოცხლის მოსპობით მუქარას ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ სწორედ იმისთვის სჭირდებოდა ქვეყანას, რომ ცნობილი გახდეს, ვის რა ზრახვები აქვს საქართველოში. მისივე თქმით, მუქარა მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის დაფინანსებულია დონორების მიერ.

„რაც შეეხება მუქარას, როდესაც მსგავსი თემები ფინანსდება დონორების მიერ, ან იმ ადამიანების მიერ, რომლებიც დასავლელი და ევროპელი დონორებისგან იღებენ ძალიან დიდ დაფინანსებებს, არის აბსოლუტურად მიუღებელი და კანონი გამჭვირვალობის შესახებ სწორედ იმისთვის გვჭირდებოდა, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ვის რა ზრახვები აქვს, ჩვენს ქვეყანაში. მტერს უნდა დავარქვათ მტერი, მოყვარეს კი მოყვარე. მეგობრებს, რომლებიც შეცდომებს უშვებენ, მივუთითოთ – თქვენ რასაც აკეთებთ, არ არის სწორი, შეცდომაა და მოდი იქნებ გამოასწოროთ თქვენი საქციელი. ხშირ შემთხვევაში შეიძლება დონორმაც არ იცოდეს, რაც ხდება და თუ იცის და მაინც აკეთებს, მაშინ ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა უნდათ ამ დონორებს ჩვენს ქვეყანასთან,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ანაკლიის პორტი ნიშნავს მეტად უსაფრთხო სახელმწიფოს, ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობებს, ახალ სამუშაო ადგილებს – დღევანდელზე უკეთესს საქართველოს
Next: ხიდაშელი როგორც ადრე იგლეჯდა კალთებს მაყუთისა და პირადი ინტერესის გამო, ახლაც იგივეს აკეთებს, უბრალოდ, მაშინ ტაივანის გრანტები არ იყო, მხოლოდ სოროსის ძუძუზე იყვნენ დაძგერებულები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.