Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ არსებობს ცხოვრებაში იმაზე დიდი ამოცანა, ვიდრე დაამარცხო რუსები – ელენე ხოშტარია

მარშალ პრესი 29/05/2024
elene khoshtaria

“არ არსებობს ცხოვრებაში იმაზე დიდი ამოცანა, ვიდრე დაამარცხო რუსები. ეს ამოცანა დაგვიდგა ჩვენ, თან ბევრად უკეთეს პირობებში, ვიდრე სხვა თაობებს. ბევრად უფრო ძლიერები ვართ, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.”- წერს სოციალურ ქსელში  უცხოური გავლენის აგენტი ელენე ხოშტარია.

“ამ ბრძოლაში რუსული კანონი იყო მხოლოდ ერთი ეტაპი. ეს თავიდანვე გვესმოდა და ბიძინამაც დაგვიმარცვლა. ამ ბრძოლაში, ჩვენი მთავარი დამაბნეველი იყო სამიზნის გაურკვევლობა. შარშან გვეგონა, რომ კანონის ვერ გატანით ჩავუხშეთ რუსული ვნებები. აღმოჩნდა კანდიდატის სტატუსიც კი არ ჩაუხშობს ამათ ამ ვნებას.

ამიტომ კანონის გატანა არ გატანა არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტია ამათი გაშვება. ამათი გაშვებისთვის ამ 50 დღეში წინ გადავდგით ნაბიჯები თუ უკან? რა თქმა უნდა – წინ.

გარანტირებულია გამარჯვება? რა თქმა უნდა არა, ასეთი რამ არ არსებობს. გვაქვს წაგების უფლება? არა, არც უფლება და არც წინაპირობა.
ვართ შუა ბრძოლაში, სადაც ყოველი დღე ერთნაირი არ არის, ხან ივსები ენერგიით, ხან ეჭვი შემოგეპარება, ხან გრძნობ რომ წინ მიდიხარ, ხან გეშინია ხომ არ ტკეპნი?
ამ ეტაპზე ოცნებამ კანონი გაიტანა, მაგრამ წინააღმდეგობა არა თუ არ ჩაახშო, გააძლიერა, შიგნით და გარეთ. ახლა ვიყურებით ამ უკვე მოკრებილი ძალით წინ.

150 დღე არჩევნებამდე კი არა და 150 არჩევნების დღე, 150 გაგდების დღე. უფრო დეტალურად კიდე დავწერ, მაგრამ დღეს მთავარია”– წერს ხოშტარია.

Post navigation

Previous: რაც იკადრეს დღეს და რაც არ უნდა იკადროს კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” და მისმა მედიამ ხვალ, შედეგი იქნება მხოლოდ ერთი – საკუთარ ფაშისტურ ბუნებას გვაჩვენებენ მხოლოდ და საკუთარ გარდაუვალ მარცხს ამარტივებენ
Next: აი, ამ ჩერჩეტ ქალს ებარა რეჟიმის დროს საგარეო პოლიტიკა – ლევან ნიკოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.