Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს შედეგი განაპირობა სახელმწიფო ინტერესებით მოქმედებამ და არა მონურმა შემგუებლობამ – თამთა მეგრელიშვილი საქსტატის მონაცემებზე

მარშალ პრესი 29/05/2024
tamta megrelishvili

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით სიღარიბეს თავი დააღწია 145 000 – ზე მეტმა ადამიანმა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი 15.6% დან 11.8% მდე შემცირდა.

მეგრელიშვილის თქმით, ზემოთ ნახსენები შედეგი სახელისუფლებო გუნდის სწორმა, პრაგმატულმა პოლიტიკამ და კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ განაპირობა. მანვე აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფო ხელშესახებ შედეგებს დებს ყველა მიმართულებით და არსებული გუნდის პირობებში პოლიტიკური პროგრესი შეუქცევადია.

„2023 წელს, წინა წელთან შედარებით სიღარიბეს თავი დააღწია 145 000 ზე მეტმა ადამიანმა. მაჩვენებელი 15.6% დან 11.8% -მდე შემცირდა. რამ განაპირობა ეს შედეგი?! სახელისუფლებო გუნდის სწორმა, პრაგმატულმა პოლიტიკამ და კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ. სახელმწიფო ინტერესებით მოქმედებამ და არა მონურმა შემგუებლობამ. ქართული სახელმწიფო ხელშესახებ შედეგებს დებს ყველა მიმართულებით. არსებული გუნდის პირობებში პოლიტიკური პროგრესი შეუქცევადია. სიღარიბის მცირე დროში დაძლევა, მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: როგორც ჩანს, გუშინდელი დღისთვის შურისძიება გადაწყვიტეს და ღვანკითში მიადგა ტვ “პირველი” ჩემს მოხუც მშობლებს
Next: უცხოეთის აგენტები საჯარო შეურაცხყოფებზე გადავიდნენ (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.