Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო – თეთრი სახლის პრეს-სპიკერი

მარშალ პრესი 29/05/2024
karin

იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

კარინ ჟან-პიერს უპასუხა კითხვას – რა არის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გზავნილი ქართველებისადმი, რომელთაც სურთ ინტეგრაცია ევროკავშირთან და არა რუსეთთან.

თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ყველამ იხილა ათიათასობით ქართველის პროტესტი კანონპროექტის წინააღმდეგ.

„იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხო აგენტის“ კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველამ ვნახეთ ათიათასობით ქართველი, რომლებიც ამ კანონპროექტს გასულ კვირას აპროტესტებდნენ, რაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა. ჩვენ ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა. ეს კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მოსთხოვს, დარეგისტრირდნენ უცხოური ხელისუფლების აგენტებად უბრალოდ, მათი დაფინანსების 20 პროცენტის მიღების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიების შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათთვის ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც ავტორიტარული მთავრობები აკეთებენ. ეს არის განსხვავებული აზრისა ჩახშობის ინსტრუმენტი. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა“, – აცხადებს კარინ ჟან-პიერი.

რაც შეეხება მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებულ კითხვას, როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა მიმართონ.

„ამ დროისთვის ამაზე სალაპარაკო არაფერი მაქვს. სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა მიმართოთ. გასულ კვირას გაკეთდა გარკვეული განცხადებები, ამიტომ მე გირჩევთ, სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართოთ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

Continue Reading

Previous: დამთავრდა – გივი თარგამაძე კანონის მიღების შემდეგ
Next: სეხნია კობახიძის შეკითხვას – რა დავარქვათ მათ, ვინც აპროტესტებენ წაუკითხავ კანონს, ვპასუხობ ერთადერთი სიტყვით  – “ს ი რ ტ რ ა კ ნ ი – ირაკლი წერეთელი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025