Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დროა ნელ-ნელა გადააწყოთ თქვენი საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და თანაბარუფლებიანობის პრინციპით საუბარი ისწავლოთ

მარშალ პრესი 29/05/2024
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ ვეტოს გადალახვით გამოწვეულ იმედგაცრუებაზე საუბრობს.

ზურაბ ქადაგიძე ამერიკელ სენატორს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ბევრმა იმედგაცრუებებმა მელანქოლია იცის. აქვე ის წერს, რომ დროა შტატებმა საქართველოსთან და კავკასიის რეგიონთან მიმართებაში საერთო ინტერესებზე დაიწყოს საუბარი და არა მხოლოდ საკუთარი ინტერესები გააჟღერონ.

„აბა, დიდი გამოცდის წინაშე დამდგარხართ, სენატორო?! ბევრმა იმედგაცრუებებმა მელანქოლია იცის და ფრთხილად იყავით, საქართველოზე დარდმა არ გადაგიყოლოთ. ისე, დროა ნელ-ნელა გადააწყოთ თქვენი საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში და თანაბარუფლებიანობის პრინციპით საუბარი ისწავლოთ ჯობია. ასევე, თუ საქართველო და კავკასიის რეგიონი გადარდებთ, საერთო ინტერესებზე საუბარი უნდა დაიწყოთ და არა მხოლოდ, საკუთარი სურვილები გვიკარნახოთ. არა უშავს, იმედგაცრუება მალე გადაგივლით და რაციონალურად შეაფასებთ ვითარებას. ნუ, თუ არა და – “ Long way to Jandaba (გრძელი გზა ჯანდაბამდე)”,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ევროკავშირსაც ჭირდება შუა დერეფანი. ევროკავშირი რუსეთზე არ ამბობს უარს, მასთან სავაჭრო ურთიერთობებს აგრძელებს და საქართველოზე და ჩინეთზე, რა თქმა უნდა, არ იტყვის უარს
Next: როდესაც ჩვენს შვილებზე საუბრობთ, ვინ ხართ თქვენ? ფაშისტები ხართ თუ ვინ ხართ? ფაშისტებზე უარესები გამოდიხართ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025