Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილმა სადისტური რეჟიმი ამ ქვეყანას მოაცილა – ახალგაზრდებს მივმართავ, მისი ღვაწლი დააფასონ და გაიაზრონ, რატომ ვამაყობთ მისით

მარშალ პრესი 29/05/2024
mixeil kavelashvili

„ჩემო ძვირფასებო, ნამდვილად უნდა იამაყოთ თქვენი მშობლებით, ჩემი კოლეგებით, რომლებიც დღეს ვეტოს დაძლევენ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა თქვა, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციებმა ქვეყანას მშვიდობა და განვითარება მოუტანა. მიხეილ ყაველაშვილმა იმ ახალგაზრდებს მიმართა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი დასაფასებელია.

„ჩვენმა პრინციპულმა პოზიციებმა ეს ქვეყანა ამ ეტაპისთვის გადაარჩინა.

დღეს ჩვენთან არის მშვიდობა და განვითარება, ეს მმართველი ძალის და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვისი შერცხვენაც ზოგიერთ საზოგადო მოღვაწეს უნდა – მათ უნდა რცხვენოდეთ. ჩემო პატარა კოლეგებო და ძვირფასებო, ნამდვილად უნდა იამაყოთ თქვენი მშობლებით, ამ ადამიანებით, ჩემი კოლეგებით, რომლებიც დღეს ვეტოს დაძლევენ. ყველაზე მეტ შეურაცხყოფას ამ პროცესში აყენებენ ადამიანს, რომელიც უნდათ გამოიყვანონ მტრად – მე ვამაყობ ამ ადამიანით და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ის სადისტური რეჟიმი [ნაციონალური მოძრაობა] ამ ქვეყანას მოაცილა. ასევე საამაყოა, რომ დღევანდელ სიტუაციაში ამ ადამიანთან ერთად გვიწევს ქვეყნის მშენებლობა და მისი განვითარება.

არსებულ ვითარებაში, ეს არის ადამიანი, ვისაც უანგაროდ, ამხელა სიკეთე აქვს გაკეთებული. ზოგიერთი ახალგაზრდა უარყოფს, რომ „ნაცებთან“ ერთად დგას – ახალგაზრდებს მივმართავ, თავად განსაჯონ ხოლმე ნებისმიერი პროცესი და ამ კაცის [ბიძინა ივანიშვილის] ღვაწლი შეაფასონ, თუ რატომ ვამაყობთ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩვენ „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენთ – ვამაყობ, რადგან ამ ადამიანს ვიცნობ, თანამებრძოლად ვთვლი და თანამებრძოლად გვთვლის ეს ადამიანი. იმ სიკეთით, რაც მან ჩვენს სამშობლოს გაუკეთა, ვამაყობთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: “ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა საქართველოსთვის არ ეღალატა – ვიოლა ფონ კრამონი
Next: პატარა საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა ღირსების ზეიმი და ფასდაუდებელი მაგალითი მისცა “გლობალური ომის პარტიის” ტყვეობაში მყოფ სამყაროს ამ მძევლობიდან გათავისუფლების გზაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025