Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში

მარშალ პრესი 28/05/2024
irakli kobakhidze

საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთ პირობებში ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული.

„საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში. ასეთ პირობებში, ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან გამოვიარეთ ერთადერთი მეტ-ნაკლებად მშვიდი წელი საქართველოში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და მედიასაშუალებების შესრულებით. ამ ქვეყანას სჭირდება არა რადიკალიზაცია და რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობები, არამედ დამშვიდება და სტაბილურობა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მიზანს ემსახურება“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ქართული სახელმწიფოს შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისთვის ღირსების აქტი მიღებულია
Next: სრული თანხმობაა მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მივყვებით გზას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.