Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რადგან მიკაელ როტის თაყვანისმცემლებმა ჩვენი “შეჩვენება” წმინდა წერილზე დაყრდნობით დაიწყეს, ჩვენც შევახსენოთ მათ სახარება

მარშალ პრესი 28/05/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი “ტაბულას” მიერ გამოქვეყნებულ ბანერს ეხმიანება, რომელზეც ფსალმუნიდან ციტატა წერია: „რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს.“

ანალიტიკოსი ლუკას სახარებას იხსენებს.

„ეშმაკეული, წლობით ავი სულებით შეპყრობილი – სწორედ ფსევდოლიბერალიზმის ტყვეობაში მყოფ საქართველოს შეიძლება შევადაროთ.“- აღნიშნა ქართველიშვილმა. მისი თქმით, როგორც სახარებაში განიკურნა ეშმაკით შერპყრობილი, ასევე განიკურნება საქართველოც. „რადგან მიკაელ როტის თაყვანისმცემლებმა ჩვენი “შეჩვენება” წმინდა წერილზე დაყრდნობით დაიწყეს, რა გაეწყობა, ჩვენც შევახსენოთ მათ სახარება.

დღე არ გადის, საკუთარ ქონებაზე ზრუნვამ, სანქციების შიშმა თუ ფინანსურმა ვალდებულებებმა – ახალი “სუვერენოფობი” არ გამოავლინოს ბიზნესის, კულტურისა თუ განათლების სფეროებიდან. ეს ქვეყნის შიგნით – აღარაფერს ვიძახი საერთაშორისო დონის პარანოიაზე. ხელისუფლების მიმართ ხან წყევლის, ხან ფსალმუნების ენაზე, ისმის ზოგან მუდარა, ზოგან- მუქარა. ეს ყველაფერი კი ლუკას სახარებას მაგონებს, სადაც ეშმაკეული, წლობით ავი სულებით შეპყრობილი – სწორედ ფსევდოლიბერალიზმის ტყვეობაში მყოფ საქართველოს შეიძლება შევადაროთ. უფალმა ის უბედური, როგორც იქნა, ამ ლეგიონისგან გაათავისუფლა. ხოლო ეს უამრავი შავბნელი ძალა ემუდარებოდა მაცხოვარს – ნუ მტანჯავ “იესო, ძეო მაღალი მღრთისაო”. საქართველომაც, მსგავსად უფლისა, უბრძანა უწმინდურ სულებს, გამოსულიყვნენ მისგან, ხოლო, ეს ბოროტი სულები კი, ევედრებიან საქართველოს: “ნუ გვიბრძანებო უფსკრულში დანთქმასო”. სახარებაში, იმ გადარინელი შეპყრობილის შემთხვევაში, ამ ლეგიონმა ღორების კოლტში შესვლა ამჯობინა – დღესაც გარდაუვალია ამ ბოროტი სულების, იმ ღორებივით, უფსკრულში გადაჩეხვა. ხოლო საქართველო, იმ ეშმაკეულის მსგავსად – აუცილებლად განიკურნება.“- წერს ქართველიშვილი

Continue Reading

Previous: 5 ივნისს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართება – რეგისტრაცია დაიწყო
Next: ახალგაზრდებს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი და ჰგონია, რომ საკუთარ ენერგიას სამშობლოსათვის ხარჯავს, მინდა ვთხოვო – საკუთარ გულწრფელობას ფუჭად ნურც თქვენ გახარჯავთ და ნურც სხვას გამოაყენებინებთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025