Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თქვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სიყვარული, როცა ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ლუსტრაცია რაღა გინდათ?

მარშალ პრესი 28/05/2024
archil talakvadze

„ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ტესტი და ლუსტრაცია რაღა გინდათ?“ – ასე მიმართა რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის მისამართით აღნიშნა, გადამწყვეტი დღე მაშინ იყო, როდესაც მათ მიატოვეს ჯარისკაცები ბრძოლის ველზე.

„თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული და გახარებული აკეთებდით კომენტარებს ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების მცირედ გაუფასურებასთან დაკავშირებით. თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გიხაროდათ ვალუტის კურსის უარყოფითი ცვლილება წინა დღეებში. თქვენ ხართ ის ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული იყავით და ტაშს უკრავდით საკუთარი სახელმწიფოს ინსტიტუტების ვებგვერდებზე ჰაკერულ თავდასხმაზე. წარმოიდგინეთ, სადამდე მიხვედით – რა გიხაროდათ და რას უკრავდით ტაშს. თქვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სამშობლოს სიყვარული, როცა ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ტესტი და მეტი ლუსტრაცია რაღა გინდათ? დღესაც გამოდიხართ და ლაპარაკობთ, გადამწყვეტი დღე არისო. გადამწყვეტი დღე იყო, როდესაც მიატოვეთ თქვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე, როდესაც თქვენი მოსახლეობა მიატოვეთ აგვისტოს ომში ევაკუაციის გარეშე. გადამწყვეტი დღე იყო სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეაზე ხმა რომ მიეცით საქართველოს დადანაშაულების რეზოლუციას ომის დაწყებაში. აი, ეს იყო გადამწყვეტი დღეები და ხალხმა ნახა, თქვენ რის გამკეთებლები ხართ“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Continue Reading

Previous: ეს იყო თქვენი წარმოდგენით ევროპა და ახლა ბედავთ, კიდევ ევროპის დაცვაზე გველაპარაკებით – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას
Next: გავა დრო და ყველა დარწმუნდება, რომ საქართველო განაგრძობს პროგრესს. ყველა დარწმუნდება, რომ ეს კამპანია, რომელიც ზიზღით და პოლიტიკური შურისძიებით იყო გაჯერებული, აბსოლუტურად არასწორი და საქართველოსთვის დამაზიანებელი გახლდათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025