Skip to content
12/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იყურებით გარეთ, რა მოგივათ იქიდან მითითება თუ ტონი და იმ ტონით აგრძელებთ აქ საუბარს, უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებთ – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას

მარშალ პრესი 28/05/2024
shalva papuashvili

უცხო ქვეყნის გავლენის მხარეს რომ დგებით და არა ქართველი ხალხის გავლენის მხარეს, ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები?- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას სინამდვილეში ზვიად გამსახურდია სიტყვად და გამოსვლის დროს სახსენებლად სჭირდებათ, თორემ საერთოდ არ გაქვთ გააზრებული ის იდეალები, რომელიც მას ჰქონდა.

„რაკი მომმართეთ და აქ ღალატი ბევრჯერ ითქვა სიტყვა. ქალბატონი ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე გამოვიდნენ სიტყვით, ქალბატონი ეკა ხერხეულიძე. ქალბატონი და ბატონი ჩხეიძეები ზვიად გამსახურდიას პორტრეტის დაკიდებასაც ითხოვდნენ ამ დარბაზში, ეს არის თქვენი აზრით ზვიად გამსახურდიას იდეალები? რასაც თქვენ აკეთებთ? უცხო ქვეყნის პრესსპიკერების განცხადებებზე რომ ხართ აწყობილი რა კანონი მიიღოთ და რა კანონი არ მიიღოთ. რაზეა დღეს საკითხი, კანონს რა ჰქვია, უცხო ქვეყნის გავლენებზე, უცხო ქვეყნის გავლენის მხარეს რომ დგებით და არა ქართველი ხალხის გავლენის მხარეს, ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები? ეს არის? რომ უცხო ქვეყნის გავლენების მხარეს დადგეთ და არა ქართველი ხალხის მხარეს დადგეთ, ეს არის თქვენი იდეალი, რომ აქ ფული ისე შემოდიოდეს, რომ კაციშვილი ანგარიშს არ აბარებდეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ჩუმად ხარჯავდეს ფულს პოლიტიკაში, ეს არის ზვიად გამსახურდიას იდეალები? აი, იქ დგახართ თქვენ და მთელი თქვენი პოლიტიკა აწყობილი გაქვთ რა განცხადებას გააკეთებს ვიღაცის პრესსპიკერი თუ ვიღაც პარლამენტარი თუ ა.შ საზღვარგარეთ. აი, აქ მიხვედით. დამოუკიდებლობის 30 წლის შემდეგ, აი აქ მიხვედით.

იყურებით გარეთ, რა მოგივათ იქიდან მითითება თუ ტონი და იმ ტონით აგრძელებთ აქ საუბარს. სირცხვილია. ამას კადრებთ თქვენ ამ დარბაზს, რომ არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებთ. აი, ღალატი თუ რამეა, ეს არის ღია ღალატი. დღეს ღილაკებს რომ მიაჭერთ ხელს, თქვენ დააფიქსირებთ, რომ თქვენ მოქმედებთ არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესით, ვინც არ უნდა იყოს ის ქვეყანა, უცხო ქვეყანა არის ყოველთვის უცხო ქვეყანა და თქვენ არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედებთ. აი, ეს არის სინამდვილეში, ის პორტრეტი იმიტომაც იყო ფარისევლობა, რომ სინამდვილეში ზვიად გამსახურდია სიტყვად გინდათ და გამოსვლის დროს სახსენებლად, თორემ საერთოდ არ გაქვთ გააზრებული ის იდეალები, რომელიც მას ჰქონდა და ჩვენს დამოუკიდებლობაში რაც ჩაიდო, ფუნდამენტში, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა რადიკალური ოპოზიციის წევრებს.

Post navigation

Previous: ქართველი იანუკოვიჩი ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი
Next: გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დღეს მმართველი გუნდის უმრავლესობა მოხსნის, რადგან ის საქართველოს უსაფრთხოების დაცვას, ომის თავიდან აცილებას, სტაბილურ განვითარებას და რწმენის გადარჩენას სჭირდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.