Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში დაწყებულ „ღირსების ბრძოლას“ ესტაფეტად გადავცემთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს – თბილისიდან ლისაბონამდე

მარშალ პრესი 28/05/2024
tamar chiburdanidze

„გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს სუვერენიტეტის აქტად იქცა.“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ბედავენ საკუთარი ეროვნული ღირსების ხმამაღლა დაცვას, საქართველოს მაგალითი იქნება საუკეთესო გზამკვლევი.

„მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, „გამჭვირვალობის კანონს“ მშვიდად ვერ შეხვდებოდნენ ოპოზიციის დამფინანსებლები, ასეთმა განცხადებებმა დასავლეთის ლიდერებისგან მოლოდინს გადააჭარბა. თურმე, რა ზუსტად გაუთვლია ხელისუფლებას. ერთი რიგითი კანონი იქცა ისტორიულ მოვლენად – ახალი საქართველოს დაბადებად. ამ ორ თვეში თითქოს დიდი გზა განვვლეთ ჭეშმარიტად ეროვნული და ევროპული სახელმწიფოსკენ.

ეს იყო ბრძოლის, სტრესის, ენით აუტანელი შეურაცხყოფის, მოტყუებული ახალგაზრდების ცქერით გამოწვეული ტკივილის და ბოლოს, ერისა და ბერის ერთიანობის. ამ დღეებმა ქართველი ერი ფეხზე დააყენა ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. „გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს სუვერენიტეტის აქტად იქცა. ეს თამამი მაგალითია სხვა ქვეყნებისთვის. ვინც ჯერ კიდევ ვერ ბედავს ხმამაღლა საკუთარი ეროვნული ღირსების დაცვას, საქართველოს მაგალითი იქნება საუკეთესო გზამკვლევი. ამ დღეებში თბილისი ნამდვილად გახდა ევროპის დედაქალაქი. საქართველოში დაწყებულ „ღირსების ბრძოლას“ ესტაფეტად გადავცემთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს – თბილისიდან ლისაბონამდე.“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ბორელმა დაადასტურა, რომ საუბრები ვიზალიბერალიზაციის თუ კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე ცარიელი შანტაჟი იყო და მეტი არაფერი
Next: ქართველი იანუკოვიჩი ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.