IMG.GE IMG.GE

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კლინიკის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„პაციენტი გამთენიისას შემოიყვანა 112-ის ბრიგადამ, მას ქვედა კიდურების დამწვრობა აქვს მიღებული. პაციენტი ამჟამად კონტაქტურია და ადეკვატურია, თუმცა ეს დამწვრობისთვის არის ზოგადად დამახასიათებელი, მისი მდგომაროება სტაბულურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია“, – ამბობს გუგა ქაშიბაძე “რადიო თავისუფლებასთან”.

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 1996 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება