IMG.GE IMG.GE

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახურ თანაცხოვრებაში მყოფი პირის, გაუპატიურებაში ბრალდებული ვ.ვ. დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 დეკემბერს, ქ.ბათუმში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.ვ.-მ, ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა მასთან მცხოვრები ს.ვ.

“სამართალდამცველებმა ვ.ვ. 2019 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვ.ვ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება