IMG.GE IMG.GE

ნუ შეშინდებით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ახალი ინფექციები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა ამ  ამ ტიპის ვირუსები პერიოდულად ჩნდება, მაგრამ მათი მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანზე გადამდები, შემდეგ კი ეპიდემიის წყარო.

„ე.წ. ახლადწარმოშობილი დაავადებები და ახლადწარმოშობილი ინფექციები გახლავთ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც მოყვება იმ პროცესებს, რაც მიმდინდარეობს ჩვენს ეკოლოგიაში – გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და ა.შ. ამიტომ ახლა ვირუსებზე „ძალიან დიდი ყურადღება“ არის.

ამ ტიპის ვირუსები ჩნდება პერიოდულად, მაგრამ მათი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანისთვის გადამდები და შემდეგ ეპიდემიის ან პანდემიის წყარო. ამიტომ, ნუ შეშინდებით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება. როდესაც კორონავირუსის პანდემიას მოვილევთ, დარწმუნებული ვარ, თქვენი თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება