Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს

მარშალ პრესი 25/05/2024
7708860e-15a9-49b8-a7a7-9614b6793e07

ოზურგეთს ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს – ევრო ხუთის სტანდარტის 8 ახალი ავტობუსი 21 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. ISUZU-ს მარკის თანამედროვე ავტობუსების შეძენა ოზურგეთისთვის, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კომპანიასთან კოორდინირებით, შევიმუშავეთ ახალი სამარშრუტო გეგმა და ტარიფები, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მორგებული იქნება ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანსა და სოციალურ ჯგუფზე. ახალი ტრანსპორტის ფუნქციონირებას რა თქმა უნდა დავაკვირდებით და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებსაც შევიტანთ.

ამით ვასრულებთ წინასაარჩევნოდ, საზოგადოებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას, რომელიც ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლდათ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გაგრძელდეს. კომფორტულ და სასიამოვნო მგზავრობას ვუსურვებთ ჩვენს თანამოქალაქეებს!,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მგზავრობის საფასურის გადახდა მოხდება საბანკო პლასტიკური ბარათებით და ელექტრონული სისტემით, რომელიც ავტობუსშია დამონტაჟებული. სამგზავრო ბარათის შეძენა შესაძლებელია ქალაქ ოზურგეთში, “დეილი”-ს ქსელურ მარკეტებში და სოფელ ნატანებში, ასევე, ლოტოს ჯიხურებში. მიმართულებები, რომელსაც ახალი ავტობუსები მოემსახურება:  ოზურგეთი – ურეკი • ოზურგეთი – დვაბზუ – ცხემლისხიდი – ვაკიჯვარი • ოზურგეთი – ნაგომარი • ოზურგეთი – ნარუჯა – ლაითური • ოზურგეთი – შემოქმედი – გომი • ოზურგეთი – სოფ. ოზურგეთი – გურიანთა

ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

Post navigation

Previous: 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
Next: აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, ვეტოს აუცილებლად დავძლევთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.