Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსები გვებრძვიან იარაღით და ტანკებით, ამერიკიდან ბრძოლას სანქციებით გვიწყებენ

მარშალ პრესი 25/05/2024
GURAM MACHARASHVILI

„არ გამოგივათ ეს, მეგობრებო. ჯობია მეგობრობის ხელი გაუწოდოთ საქართველოს, ვიდრე სანქციებით დაემუქროთ – ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებას სანქციებთან დაკავშირებით. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის განცხადებებით ამერიკა საქართველო ომს უცხადებს.

მისი თქმით, აშშ-ს მხრიდან მეგობრული მიდგომის შემთხვევაში საქართველო მეგობრობისთვის მზად არის.

“თუ შენ მეგობარი ხარ და მეუბნები, რომ რუსეთთან დეოკუპაციის პროცესში უნდა დამეხმარო, მაგრამ თან აქ ოჯახებით შეურაცხყოფას მაყენებ, უნდა დამასანქცირო, გამყინო, ამომაგდო აქედან, მაგინო და რელიგია და ოჯახი შეურაცხყო, რა გამოდის?! რუსები გვებრძვიან იარაღით და ტანკებით, ამერიკიდან ბრძოლას სანქციებით გვიწყებენ, თანაც ოჯახების და მართლმადიდებლობის შეურაცხყოფით?! – ერთი რამ აკლია მხოლოდ, მოუშვირონ ტანკი საქართველოს და უთხრან, რომ ეს კანონი არ მიიღოთ. ამ შემთხვევაში არ გამოგივათ ეს, მეგობრებო. ჯობია მეგობრობის ხელი გაუწოდოთ საქართველოს, ვიდრე სანქციებით დაემუქროთ – ამ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ქვეყნის სტაბილურობის გარანტი არაა სამხედრო გზა, ჩვენ ვერ დავამარცხებთ ვერც სამხრეთელ და ვერც ჩრდილოელ მეზობელს ომში. გარანტი არის რაც შეიძლება მეტი ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი და არ წარმოადგენდე საშიშროებას
Next: 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.