IMG.GE IMG.GE

„საარჩევნო კოდექსში“ შედის ცვლილებები, რომლის თანახმადაც არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.

კანონპროექტით კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე, ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება,  სხვა მედია საშუალებები კი  – 1500 ლარის ოდენობით.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება