Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ტრაგიკომიკური მოვლენაა, როდესაც ერთი სუვერენული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე სუვერენული ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა

მარშალ პრესი 24/05/2024
zaal anjaparidze

„აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვებს, ცალ ფეხზე მდგომთა მხარდაჭერა და სუვერენულად მოაზროვნე ქართველების დასჯა აქვს მიზნად. უფრო ზუსტად კი ეს გახლავთ საქართველოს შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და ყველაზე მიუღებელი მეთოდებით შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა.“- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მუქარა და შანტაჟი ოჯახის წევრების მიმართ არის ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდი. ნაცისტურ გერმანიაში და სსრკ-ში სჯიდნენ განსასჯელთა ოჯახის წევრებსაც. მისივე თქმით, ხელისუფლება არ აპირებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას. ქვეყნისთვის და ერისთვის ეხლა დგება როგორც ჭეშმარიტების ისე დიდი გამოცდის მომენტი.

„ეტყობა ცუდად იცნობენ ამერიკელები ქართველებს, და იცით რატომ? იმიტომ რომ მათთვის ქართველობა გაიგივებულია მათი ფინანსებით გამოზრდილ ჩვენი საზოგადოების ერთ პატარა სეგმენტთან – მათ წინაშე ცალ ფეხზე მდგომებთან. დღეს სწორედ მათ ამარად დარჩნენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბლინკენის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვებს, სწორედ ამ ცალ ფეხზე მდგომთა მხარდაჭერა და სუვერენულად მოაზროვნე ქართველების დასჯა აქვს მიზნად. უფრო ზუსტად კი ეს გახლავთ საქართველოს შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და ყველაზე მიუღებელი მეთოდებით შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა. ტრაგიკომიკური მოვლენაა, როდესაც ერთი სუვერენული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე სუვერენული ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა. ამას გარდა, მუქარა და შანტაჟი ოჯახის წევრების მიმართ არის ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდი. ნაცისტურ გერმანიაში და სსრკ-ში სჯიდნენ განსასჯელთა ოჯახის წევრებსაც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხელისუფლება არ აპირებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას. ვფიქრობ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაც ამ აზრზეა. ქვეყნისთვის და ერისთვის ეხლა დგება როგორც ჭეშმარიტების ისე დიდი გამოცდის მომენტი.“-წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Post navigation

Previous: იმ ქართველის დედა ვატირე, რომელიც ვიზის ან რომელიმე სანქციის შიშით, ომს დაიწყებს და მისი მოქალაქეების სიკვდილის სანაცვლოდ უცხო ქვეყანაში იტანტალებს
Next: ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება – მამუკა მდინარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.