Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც გაბედა და ხმა ამოიღო, რადგან გაცილებით უფრო დიდი საფრთხეები დაატყდებოდა თავს, თუკი ხმას არ ამოვიღებდით

მარშალ პრესი 24/05/2024
tea

ჩვენი მთავარი მზიანი არის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, თავიდან ავიცილოთ ყველანაირი ტურბულენტობა, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომი პერიოდი მშვიდობით გავიაროთ , – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„საქართველოში არის საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც გვაკრიტიკებს და ფიქრობს, რომ ვინ ხარ ამისთანა, ასეთი პატარა ქვეყანა, რომ ხმის ამოღებას ბედავ, მაგრამ ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც გაბედა და ხმა ამოიღო, რადგან გაცილებით უფრო დიდი საფრთხეები დაატყდებოდა თავს, თუკი ხმას არ ამოვიღებდით.

მერწმუნეთ, არავისთვის არ არის სასიამოვნო იმის ღიად საუბარი, სატელეფონო საუბრისას ვინ ვის რა უთხრა, მაგრამ როდესაც არ გიტოვებენ არჩევანს და სასწორის ერთ მხარეს დევს შენი სამშობლო, ხალხის გადარჩენა, რომელიც ძალიან პატარა ქვეყნის შვილია და შეიძლება მიმდინარე ოკუპაციის ვითარება კიდევ უფრო გართულდეს, ამიტომ ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ სასწორი მეორე ,მხარეს გადაიხაროს, ანუ არარსებული სიკეთეების მხარეს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამტყუნდა ევროპის კონტინენტზე ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის სასამართლოს მიერ
Next: ფიცოსთან დაკავშირებული ფაქტის გაჟღერება ძალიან შემაშფოთებელი, გაუგებარი და მიუღებელია. რბილად რომ ვთქვათ, ასე მეგობრებს ნამდვილად არ ესაუბრებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.