Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ აღიარებით, იმაზე დიდი სიბინძურე გამოვიდა სააშკარაოზე, ვიდრე წარმოგვედგინა

მარშალ პრესი 24/05/2024
zurab kadagidze

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას აფასებს, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრისას გაჟღერებულ მუქარას განმარტავს.

ქადაგიძის თქმით, ვარჰეის ამ აღიარებით, იმაზე დიდი სიბინძურე გამოვიდა სააშკარაოზე, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა, ვინაიდან დასავლელი აქტორების მიერ გაღვივებულმა რადიკალიზმმა, შესაძლოა, ირაკლი კობახიძეზე თავდასხმა გამოიწვიოს.

“და ამ აღიარებით, ვითომ თავი დაიძვრინა?! ანუ რა გამოდის, რომ ტერორისტული აქტი მოიყვანა იმის მაგალითად, რომ პოლარიზაცია, რომელიც რადიკალებმა გაამწვავეს და უფრო მეტი ნავთი, დასავლელმა აქტორებმა აპკურეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს ფაქტად, რომ ვინმემ თავდასხმა თუ მოუწყო, საქართველოს ხელისუფლების ბრალი იქნება?! თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ, ალოოო?!

ამ აღიარებით, იმაზე დიდი სიბინძურე გამოვიდა სააშკარაოზე, ვიდრე წარმოგვედგინა. მეტი მუქარა რაღა უნდა იყოს, მათი გაღვივებული რადიკალიზმი თუ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოიწვევს?!” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: გამოცემა Politico-მ ოლივერ ვარჰეის მუქარასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა სტატია, სადაც თავდაპირველად ეწერა, რომ მან მოიბოდიშა, შემდეგ კი ტექსტი შეცვალა
Next: რახან პირველი აღიარება მივიღეთ, მე სხვებისაგანაც სხვა აღიარებებსაც ველოდები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.