Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საზოგადოებას მისცა ბატონმა ვარჰეიმ აღიარებით ჩვენება, რითაც დაადასტურა ბატონი ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება

მარშალ პრესი 24/05/2024
EDISHER

მოკლედ, საზოგადოებას მისცა ბატონმა ვარჰეიმ აღიარებით ჩვენება, რითაც დაადასტურა ბატონი ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომ ის უნდა გაფრთხილდეს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაიზიაროს ბატონი ფიცოს ბედი, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ევროკომისრის კომენტარს, პრემიერთან სატელეფონო საუბარზე, რომლის თქმითაც, სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის მაღალმა დონემ.

გვენეტაძის თქმით, ბევრი თავად ჩააბარებს საქართველოს მოსახლეობას აღიარებით ჩვენებებს და შეეხვეწება ქვეყნის და ხალხის მიმართ ჩადენილი ცოდვები შეუნდონ.

„აგერ ბატონო ამბობს ეს კაცი ევროკომისარი, რომელიც ამბობს მე ვარ ის კაცი, რომელმაც ვუთხარი სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს მაგალითის შესახებ საქართველოს პრემიერსო!
მოკლედ საზოგადოებას მისცა ბატონმა ვარჰეიმ აღიარებით ჩვენება, რითაც დაადასტურა ბატონი ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება!
რომ ის უნდა გაფრთხილდეს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაიზიაროს ბატონი ფიცოს ბედი!
ასეა, როდესაც მართალი ხარ სიმართლეს ვერაფერი დაუდგება წინ!

ამიტომაც საქართველოს მოსახლეობავ! ცოტაც მოვიცადოთ, ცოტაც გავძლოთ და ბევრი თავად ჩაგვაბარებს აღიარებით ჩვენებებს და შეგვეხვეწება ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ ჩადენილი ცოდვები ნებსითი თუ უნებლიეთ შევუნდოთ!“ – წერს გვენეტაძე.

Continue Reading

Previous: როდესაც მოქმედი ევროკომისარი, სატელეფონო საუბარში, გამჭვირვალობის კანონის მიღების შემთხვევაში, ირაკლი კობახიძეს რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით ემუქრება, ეს უკვე ფსკერიც არაა – ეს არის კატასტროფა
Next: გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტის სასახლეში ბანაკის დაცემას აპირებს (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025