Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის მერიაში დღეს მუნიციპალიტეტის სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 23/05/2024
avtandil talakvadze

ოზურგეთის მერიაში დღეს მუნიციპალიტეტის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო სკოლის დამთავრება ჩვენს მე-12 კლასელებს. წარმატებები ვუსურვო საუნივერსიტეტო თუ პროფესიული განათლების ეტაპზე და ცხოვრებაში,“- აღნიშნა მან. ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე სტუდენტების წახალისების მუნიციპალურ პროგრამებზეც ისაუბრა.

„ ოზურგეთის მერია წელსაც წაახალისებს წარმატებულ ახალგაზრდებს და ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-ანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს 3000 ლარს გადავცემთ, ხოლო 70%-ანი გრანტის მფლობელებს 1000 ლარი გადაეცემათ,“- განაცხადა მერმა.

Post navigation

Previous: ქალაქ ოზურგეთში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, ლიფტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
Next: რაც ევროკავშირის ქვეყნებში დემოკრატიულია, თურმე საქართველოსთვის მიუღებელი უნდა იყოს – დაჩი ბერაია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.