Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სახელისუფლებო გუნდის გვერდით ქართველი ხალხი დგას და გამჭვირვალობის აქტი, როგორც სახელმწიფოს ღირსების აქტი მისაღებია, რადგან ის ამომრჩეველთა უმრავლესობის დაკვეთაა

მარშალ პრესი 23/05/2024
tamta megrelishvili

არასამთავრობო სექტორი პოლიტიკური იარაღია, რომელიც პოლიტიკური პროცესებიდან გასული ოპოზიციური სპექტრის მიერ გამოიყენება ქართულ სახელმწიფოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „როდის და როგორ იყო ჩართული „გლობალური ომის პარტია“ ქვეყანაში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებისაც ნამდვილად უნდა ეშინოდეს“.

მეგრელიშვილის თქმით, ქართული სახელმწიფო ამ პოლიტიკურ შანტაჟსაც გაუძლებს, რადგან სახელისუფლებო გუნდის გვერდით ქართველი ხალხი დგას და გამჭვირვალობის აქტი, როგორც სახელმწიფოს ღირსების აქტი მისაღებია და ამომრჩეველთა უმრავლესობის დაკვეთაა.

„არასამთავრობო სექტორი პოლიტიკური იარაღია, რომელიც პოლიტიკური პროცესებიდან გასული ოპოზიციური სპექტრის მიერ გამოიყენება ქართულ სახელმწიფოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად.

ეს ლიტონი სიტყვები არ არის, როგორც პრემიერ- მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა ამაზე სახელმწიფოს შესაბამის სამსახურს ინფორმაცია უკვე აქვს.
ასევე არის ინფორმაცია, როგორც ფაქტობრივი დადასტურება, იმისა, რომ გლობალური ომის პარტია კონკრეტულ ძალებთან შეთანხმებულად მოქმედებს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ეწევა.

საჭიროების შემთხვევაში ეს ინფორმაცია საზოგადოებისათვის საჯარო გახდება და ქართველი ხალხი, ამომრჩეველი ყველაფერს გაიგებს.
ქართული სახელმწიფო ამ პოლიტიკურ შანტაჟსაც გაუძლებს, რადგან სახელისუფლებო გუნდის გვერდით ქართველი ხალხი დგას და გამჭვირვალობის აქტი, როგორც სახელმწიფოს ღირსების აქტი მისაღებია, რადგან ის ამომრჩეველთა უმრავლესობის დაკვეთაა“, – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარის ღია წერილი ენტონი ბლინკენს
Next: ეს არის სწორედ არაადამიანობა, უღმერთობა- იციან ამ ავაზაკებმა, რომ ბ-ნი ირაკლი შოთაძე ნამდვილად ავადაა და მაინც სიბინძურეს წერენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.