Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველანაირი დიპლომატიური და პარტნიორობის ენა ამოწურეს და პირდაპირ ხელის გადაგრეხვის პროცესი მიმდინარეობს

მარშალ პრესი 23/05/2024
mikheil kavelashvili

„ჩამოვიდნენ იმ სახელმწიფოში, სადაც მათი პარტნიორია მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება და ოპოზიციის მიტინგზე ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. ეს ხომ მათი პოზიცია არ არის. როცა საგარეო საქმეთა მინისტრი გქვია, შენს სახელმწიფოს წარმოადგენ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აღნიშნა, დასავლელ პარტნიორებს არ სურთ, რომ საქართველოში მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური მხარე გამჭვირვალე იყოს.

„ყველანაირი დიპლომატიური და პარტნიორული ენა ამოწურეს და პირდაპირ ხელის გადაგრეხვის პროცესი მიმდინარეობს, არ უნდათ, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური მხარე იყოს გამჭვირვალე. ამის გამო შეუძლიათ სხვადასხვა სახის შანტაჟს მიმართონ. როგორ შეიძლება განიხილო ის საქციელი, რაც ჩაიდინეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა?! სტუმარ-მასპინძლობა არ გვეშლება, ჩამობრძანდნენ, დიდი სიამოვნებით მივიღებთ, მაგრამ არსებობს წესები და პროტოკოლი. ჩამოვიდნენ იმ სახელმწიფოში, სადაც მათი პარტნიორია მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება და ოპოზიციის მიტინგზე ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. ეს ხომ მათი პოზიცია არ არის. როცა საგარეო საქმეთა მინისტრი გქვია, შენს სახელმწიფოს წარმოადგენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: როდესაც შენში თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია, მხოლოდ მაშინ ხარ ჭეშმარიტად თავისუფალი, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, მონობა, ლაქიაობა, მარიონეტობა – თავისუფლების ალტერნატივად არც კი განიხილება
Next: ნაცებს” ქვეყნის ასარევად რომ აღარაფერი დარჩათ, მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.