IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ის, რომ დღეს საქართველო გამოიყურება კუნძულად, გარკვეულ ოაზისად, ირგვლივ მყოფ ქვეყნებს შორის, ეს არ გვაძლევს ერთი წუთით დამშვიდების უფლებას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით,  მეორე ტალღის პრევენციისთვის მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

ის, რომ ერთეული შემთხვევები გვაქვს ყოველდღიურად, ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში. მეორე ტალღა იქნება თუ არ იქნება, ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს, როგორც საზოგადოებრივი, ისე ზოგადად ჯანდაცვის სისტემა, ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება