Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველაზე დიდი “კომპრომატი” სალომე ქურასბედიანს იცით რა უპოვეს?

მარშალ პრესი 23/05/2024
nino-tsilosani-sesia

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სალომე ქურასბედიანის ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება. მისი თქმით, ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ შეაწყვეტინა სალომე ქურასბედიანმა, პარტია “საქართველოსთვის” წევრს, ანა ბუჩუკურს მცდელობა, ალეკო ელისაშვილის თავდასხმის შემდეგ, მამუკა მდინარაძის სახე ახლოდან გადაეღო.

“ყველაზე დიდი “კომპრომატი” სალომე ქურასბედიანს იცით რა უპოვეს? ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს ვირთხასავით რომ მიეპარა და თავს დაესხა, მაგ მომენტიდან რამდენიმე წამში ანა ბუჩუკური მიადგა ბედნიერი გამომეტყველებით მამუკა მდინარაძეს და ცდილობდა მისი სახე ახლოდან, ტელეფონის კამერით გადაეღო. რისი დაფიქსირება უნდოდა კაცმა არ იცის. გაოგნებისგან და სიბრაზისგან გაგიჟებული კაცის გინებას იღებდა თუ იქნებ სახეზე რამე კვალი დასტყობოდა, ამაზე პასუხი არ მაქვს. მოკლედ, იმის ნაცვლად, რომ დაეგმო, დაინტერესებულიყო, სერიოზული დაზიანება ხომ არ მიიღო და ა. შ. ამაზრზენად იქცეოდა, სახეზე ძალიან ახლოს უღებდა თავდასხმის ობიექტს და ამ დროს გამოსტაცა ხელიდან ტელეფონი სალომემ და აბსოლუტურად სწორად შეწყვიტა ბუჩუკურის ეს უკიდურესად ამორალური ქმედება. წარმოიდგინეთ, ამ კადრს იყენებენ სალომეს საწინააღმდეგოდ ეს მართლა ფაშისტები.” – წერს ნინო წილოსანი.

Post navigation

Previous: აბსოლუტურად სწორად მოიქცა პრემიერ-მინისტრი, რომ ჩავიდა ირანში და ისევე, როგორც ყველა მეზობელმა ქვეყანამ პატივი მიაგო დაღუპულ პრეზიდენტს
Next: საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა კანში შეხვედრები. ეს პროცესი ვერ გააშავეს, ამიტომ დაიწყეს ცოლებსა და შვილებზე ბულინგის კამპანია, რაც უკვე მათი ჩვეული ხელწერაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.