Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ენტონი ბლინკენის განცხადება ჰააგის სასამართლოს დასანქცირებაზე, ამერიკის პოლიტიკურ სისუსტეზე და დემოკრატიის დასამარებაზე მიუთითებს

მარშალ პრესი 23/05/2024
tamar chiburdanidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ჰააგის სასამართლოს დასანცირების საკითხს ეხმიანება. ჩიბურდანიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებს ძალაუფლების შენარჩუნება მთელს მსოფლიოში უჭირს, რაც მათივე დაშვებული შეცდომებით არის განპირობებული. პარტია „ხალხის ძალის“ წევრი აღნიშნავს, რომ ზესახელმწიფოდ წოდებული ქვეყნის დაღმასვლა რთული საყურებელია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

“ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალაუფლების შენარჩუნება უჭირს, არა მარტო საქართველოში არამედ, მთელს მსოფლიოში. აშკარად ჩანს ევროპის სახელმწიფოებზე მისი გავლენის შესუსტება. ევროპა ცდილობს თავი დააღწიოს ამერიკის ზეწოლას და აწარმოოს მათთვის სასურველი პოლიტიკა. ამერიკის შეერთებული შტატების გავლენებისგან თავის დაღწევას ცდილობენ სხვა სახელმწიფოებიც. თითქმის ერთი საუკუნეა ამერიკა ლიდერობს მსოფლიოში და ალბათ კიდევ დიდხანს იქნებოდა, რომ არა თავად მათ მიერვე დაშვებული შეცდომები. უპირველეს ყოვლისა, სწორედ უკრაინის ომი, რომელმაც დააჩქარა შორეული სამხრეთ-აღმოსავლეთის წინ წამოწევა და ამერიკის გავლენების შესუსტება. ენტონი ბლინკენის განცხადება ჰააგის სასამართლოს დასანქცირებაზე, ამერიკის პოლიტიკურ სისუსტეზე და დემოკრატიის დასამარებაზე მიუთითებს. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო სტატუსით ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე გაერთიანებული ერები. ის განსაზღვრავს სამართლიანობის პრინციპს მსოფლიოში. მძიმე საყურებელია ათეული წლების განმავლობაში ზესახელმწიფოდ წოდებული ქვეყნის ასეთი დაღმასვლა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველა გადაჭარბებულ ძალაუფლებას – თავისი დასასრული”- წერს თამარ ჩიბურდანიძე

Post navigation

Previous: თუ ამერიკას ინტერესი აქვს, მათი წარმომადგენელი იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, ბევრი აღარაფერი დარჩა ამის თქმამდე და პირდაპირ თქვან
Next: საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.