Skip to content
18/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამჭვირვალობის კანონზე ინსინუაციით ჟონგლიორობა უკან მოგრჩებათ სრულიად გლობალურ ომის პარტიას თუ სინათლე იხილა თქვენმა საგმირო საქმეებმა, ასე რომ, “ცოტა ფითილს დაუწიეთო”

მარშალ პრესი 23/05/2024
zurab kadagidze

“ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფოს ლიდერის მიმართვა ყველა არაკეთილმოსურნეს!” – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია ქვეყანაში მძიმე პროცესების განვითარებაში “გლობალური ომის პარტიის” ჩართვასთან დაკავშირებით, რომლის გასაჯაროებისაც მათ უნდა ეშინოდეთ. ქადაგიძის თქმით, კობახიძის გზავნილი არაკეთილმოსურნეების მიმართ არის ის, რომ ქვეყანას მუქარით ვერ შეაშინებენ და შანტაჟის ენა არ არის პარტნიორული.

“ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფოს ლიდერის მიმართვა ყველა არაკეთილმოსურნეს! 

საქართველოს მუქარით ვერ შეაშინებთ!  შანტაჟის ენა, არ არის პარტნიორული ტონი და არაფერი გამოგივათ! ქართული საზოგადოება იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და ობიექტურად აფასებს ყველაფერს! და გირჩევთ ფრთხილად იყოთ, თორემ გამჭვირვალობის კანონზე ინსინუაციით ჟონგლიორობა უკან მოგრჩებათ სრულიად გლობალური ომის პარტიას თუ სინათლე იხილა თქვენმა საგმირო საქმეებმა! – ასე რომ ცოტა ფითილს დაუწიეთო. ბრავო!” – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: დღეს საქართველო და მმართველი გუნდი მყარად დგას ფეხზე და მის პრინციპულ გადაწყვეტილებას, დაიცვას ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები, ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს
Next: ვეტოს ძალიან მარტივად დავძლევთ, რადგან ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს სჭირდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.