Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრეზიდენტმა პრაქტიკულად ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო ყოფილიყო განხილვა

მარშალ პრესი 21/05/2024
dimitri khundadze

„სალომე ზურაბიშვილი მიჩვეულია კონსტიტუციის დარღვევას და ამჯერადაც ვეტოში არათუ მოტივირებული შენიშვნები, რაღაც ქილიკიც კი ჩადო, რომ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ ერთდღიანი უნდა იყოს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში სამართლებრივად გაუმართავი და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ფორმით გააგზავნა ვეტო და ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ კანონპროექტის განხილვა მომხდარიყო.

„სალომე ზურაბიშვილი მიჩვეულია კონსტიტუციის დარღვევას და ამჯერადაც ვეტოში არათუ მოტივირებული შენიშვნები, რაღაც ქილიკიც კი ჩადო, რომ თურმე კანონი გამჭვირვალობის შესახებ ერთდღიანი უნდა იყოს. რასაკვირველია, ეს მიუღებელია. გარდა ამ მიუღებელი ქმედებისა მან სამართლებრივად გაუმართავი და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ფორმით გამოგზავნა ვეტო. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მან პრაქტიკულად ჩაკეტა ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ კანონპროექტის გარშემო ყოფილიყო განხილვა. მართალია პროცესი არ შეჩერებულა, მაგრამ ქუჩასაც ეტყობა, რომ თანდათან მცირდება ამ კანონის წაუკითხავად გამპროტესტებელთა რაოდენობა და საზოგადოებამაც უკვე ბევრი იცის კანონთან დაკავშირებით,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას
Next: გულუბრყვილო ვინმე თუ იფიქრებდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა ევროსტრუქტურების მიერ ერთ ხმაში გაჟღერებული პოზიციისგან – მართლდება ცნობილი ანდაზა, რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.