Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი – რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს კიდევ ერთხელ აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყველაზე ცუდი რაც იკვეთება, მათ ამ კამპანიაში ჩართეს აშშ-ის საელჩო

მარშალ პრესი 23/05/2022
ანრი ოხანაშვილი

რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყველაზე ცუდი რაც იკვეთება, მათ ამ კამპანიაში ჩართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, თითქოს საელჩო დგას დისკრიმინაციის მხარეს – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს კამპანია მიზნად ისახავს შტურმს სასამართლოზე, თითოეულ მოსამართლეზე, რომ გააფრთხილონ, არ გაბედონ და არ გამოიტანონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება სამართალს და კანონის უზენაესობას.

„ეს კამპანიაც მიზნად ისახავს შტურმს სასამართლოზე, თითოეულ მოსამართლეზე, რომ გააფრთხილონ, კიდევ ერთხელ შეახსენონ მათი რეალური სახე, რასაც ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აკეთებდნენ, რომ არ გაბედონ და არ გამოიტანონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება სამართალს და კანონის უზენაესობას. ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. რადიკალური ოპოზიციის აჟიოტაჟს სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აყვნენ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველაზე ცუდი აქ რაც იკვეთება, მათ ჩართეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ კამპანიაში, თითქოს საელჩო დგას დისკრიმინაციის მხარეს. რა ღირებულებების და ფასეულობების მატარებელია ეს ხალხი, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლობაზე მიაქვთ ასეთი შტურმი“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრ მაია ხაჯიშვილითან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.
Next: სოზარ სუბარი: თუკი, 2012 წლამდე არცერთი ადამიანის სანქცირებაზე არ იყო საუბარი, არც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აკრიტიკებდნენ სასამართლო სისტემას, დღეს გაუგებარია და მიუღებელიც მათი ეს განცხადებები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.