დღესაც კი, ევროპარლამენტის წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შევიდნენ პარლამენტში და იქედან გააგრძელონ დებატები – კახა კუჭავა

220
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ევროპარლამენტის წევრებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ დღესაც მოუწოდეს, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შევიდნენ პარლამენტში და იქ გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ზუტად ასეთია დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა, როგორსაც ისურვებდნენ, რომ იყოს საქართველო.

„გახსოვთ მოწოდებები, დღესაც კი, ევროპარლამენტის წევრებმა, „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, შევიდნენ პარლამენტში, დაიკავონ თავიანთი ადგილები და იქედან გააგრძელონ დებატები, მსჯელობა, პოლიტიკური საქმიანობა. აქვე დაამატეს, რომ ზუსტად ეს არის ის დემოკრატიული, ევროპული ქვეყანა, როგორსაც ისინი ისურვებდნენ, რომ იყოს საქართველო. ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მმართველი პარტია, აუცილებელია ოპოზიციის მხრიდან ის ჯანსაღი მიდგომა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თუნდაც იმ პარტიების ნაწილში, რომლებმაც ხელი მოაწერეს, შემოვიდნენ პარლამენტში და დაიწყეს საპარლამენტო ცხოვრება“, – განაცხადა კახა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება