Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხაელ როთმა, მას შემდეგ რაც, დაინახა, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მის სიტყვებს არ ეთანხმებოდა შეცვალა რიტორიკა და თქვა, რომ არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგოსო

მარშალ პრესი 21/05/2024
guram macharashvili

„საზოგადოების 29 აპრილის და შემდეგ უკვე 17 მაისის მასშტაბური გამოსვლა იყო ნიშანი ზუსტად იმისა, რომ საქართველომ აირჩია სუვერენიტეტი მონობის ნაცვლად; აირჩია გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობის ნაცვლად და აირჩია ევროპული ღირებულება ქართულ ღირებულებასთან ერთად, საბჭოთა მენტალიტეტის ნაცვლად,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, მას აქვს იმედი, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები პოზიტიურად დასრულდება და ყველა შეიცვლის რიტორიკას. „რატომ იცით? დაინახეს, რომ ჩვენ ღირსება დავიცავით,“ – აღნიშნა მან.

„გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა, მას შემდეგ რაც, დაინახა, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მის სიტყვებს არ ეთანხმებოდა და ეს უმრავლესობა იყო ბევრად მეტი, ვიდრე მან მიტინგზე ნახა, აი მაშინ კი შეცვალა რიტორიკა და თქვა, რომ არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგოს იმიტომ, რომ ოპოზიცია არის დანაწევრებულიო ანუ ოპოზიციას დააბრალა ყველაფერი. გარწმუნებთ, რომ ამ რიტორიკას შეცვლიან, თუ აკვირდებით უკვე შეცვლილიც არის. რატომ იცით? დაინახეს, რომ ჩვენ ღირსება დავიცავით.

ნახეთ ხომ თურქეთმა როგორ მიიღო ჩვენი პრემიერ – მინისტრი? ეს იყო ჟესტი იმისა, რომ მათ თვალში საქართველო, როგორც სახელმწიფო შედგა და დიდი მადლობა მათ ამისათვის. ჩინეთის ელჩის განცხადებაც იყო ზუსტადაც რომ დიპლომატიური. მან დაადასტურა, რომ მართლა პატივს სცემს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და როგორც სტრატეგიულ პარტნიორს. მისი განცხადება, რომ არ ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში, არის დასტური სტრატეგიული პარტნიორობის. თუმცა აქაურმა ელჩებმა ჩამოიყვანეს თავიანთი ქვეყნების მინისტრები, რომლებმაც გაგვლანძღეს და ამ ყველაფერს ტაში დაუკრეს აქციაზე მდგომმა ადამიანებმა. ეს არის მონობა, ის ფსიქოლოგია, რომელიც დამუშავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. შედეგი, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება პოზიტიური იმიტომ, რომ საზოგადოების 29 აპრილის და შემდეგ უკვე 17 მაისის მასშტაბური გამოსვლა იყო ნიშანი ზუსტად იმისა, რომ საქართველომ აირჩია სუვერენიტეტი მონობის ნაცვლად; აირჩია გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობის ნაცვლად და აირჩია ევროპული ღირებულება, ქართულ ღირებულებასთან ერთად, საბჭოთა მენტალიტეტის ნაცვლად,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: ამერიკის მხრიდან პირობად სამართლიანი არჩევნების ჩატარების წამოყენება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ისედაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს და არავითარი საჭიროება არჩევნების გაყალბების არ აქვს
Next: პრეზიდენტი რომ ხარ და მასპინძელი და უცხოელებთან შეხვედრაზე კუთხეში დადგები, ე.ი შენ არ ხარ მასპინძელი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025