მკაფიოდ მინდა ვთქვა – ჩვენ, როგორც საქართველოს, არავინ მეგობარი არ გვყავს და არავინ არ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ყველაფერი არის ინტერესი და თუკი საქართველოს მისცეს უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ უნდათ ეს ქვეყანა დაკარგონ როგორც გავლენის საშუალება”- განაცხადა “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მამალაძემ 20 მაისს, რადიო “იმედი”-ს გადაცემა “მოროშკინას პოდკასტში” სტუმრობისას.
“და ახლა იმიტომ უნდათ ეს რევოლუციური პროცესი, რომ ჰყავდეთ ის ხელისუფლება, რომელიც მათ დავალებას შეასრულებს და ჩვენ კი ბრძოლაში ვართ – ჩვენ ვეუბნებით, პატივი გვეცით საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და გაგვითვალისწინეთ ამ ურთიერთობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა არაფერი არ გამოვა. ისინი სულელები არ არიან, რევოლუციის მოწყობის მცდელობა იქნება, არჩევნებისთვის გადაიტანენ ძირითად ძალებს, იმავეს გააკეთებენ, რაც ვენესუელაში მოხდა, ვიღაცაზე იტყვიან, რომ არალეგიტიმურია, მაგრამ ვერ გაქაჩავენ, ჩავლილი თემაა”- განაცხადა ლევან მამალაძემ.
