მშობიარობის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ მეან-გინეკოლოგი ნინო ოქროპირიძე გვიყვება.
მისი თქმით: „წყალში მშობიარობა მშობიარობის ერთ-ერთი ალტერნატიული, შედარებით ახალი მეთოდია მსოფლიოში, რომელიც დღითიდღე დიდ პოპულარობას იძენს. წყალში მშობიარობა – ესაა მშობიარობის მეთოდი, რომლის დროსაც ქალები მშობიარობენ თბილ აბაზანაში. შეგახსენებთ, რომ ნაყოფი დედის მუცელში სწორედ ასეთ თბილ და კომფორტულ გარემოშია. მეორე მხრივ, წყალში მშობიარობა სასარგებლოა როგორც დედისთვის, ასევე ახალშობილისთვის. მშობიარობის სხვა მეთოდებისგან განსხვავვებით, წყალში მშობიარობისას, არ დგება გაუტკივარების ან ხელოვნური ტკივილების გამოწვევის საჭიროება“.
ექიმი ხაზს უსვამს წყალში მშობიარობის დადებით მხარეებს და ტკივილის დონის კლებას ამ ტიპის მშობიარობის დროს:
„წყალი ხელს უწყობს სამშობიარო ტკივილის გაცილებით უფრო მარტივად გადატანას, ხელს უწყობს მთელი სხეულის კუნთოვანი ქსოვილის მოდუნებას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.
ითვლება, რომ ახალშობილი წყალში მშობიარობისას ნაკლებ სტრესს განიცდის.
თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც! წყალში მშობიარობა მიზანეწონილი არაა, ისეთი გართულებების დროს , როგორიცაა პრეეკლამფსია, ნაყოფის ჰიპოქსია, ნაყოფის სხვა პათოლოგიები, დიდი ნაყოფი, კლინიკურად ვიწრო მენჯი, ორსულის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და სხვა გართულებები. ერთი, კი ნათელია რომ ეს გზა ორსულისთვის თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა აძლევს ამის უფლებას საუკეთესო არჩევანია.“
ქართველ ხალხს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია – ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი