Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი – სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი

მარშალ პრესი 20/05/2024
guram macharashvili

„როდესაც ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტი ხდება უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, ბუნებრივად იქნება ქაოსი პრეზიდენტის ინსტიტუციაში,” – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის სახელს სალომე ზურაბიშვილი ფორმალურადატარებს და მას მხოლოდ უცხოელი პატრონების მითითებების შესრულება ევალება.

მაჭარაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ქვეყანაში მოსიარელე ნაღმია და როდის და სად აფეთქდება არავინ იცის.

„როდესაც ფორმალურად, მაგრამ მაინც საქართველოს პრეზიდენტი ხდება უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, ბუნებრივად იქნება ქაოსი პრეზიდენტის ინსტიტუციაში. მისი, თუნდაც როგორც ფორმალური პრეზიდენტის როლი, არის მხოლოდ ის, რომ გააკეთოს და თქვას ის, რასაც მისი პატრონები ეტყვიან. წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი ამბობს ამას [საქართველოს არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი აქვს და არც ექნება] და მერე ჩვენ გვიწევდა თავის მართლება, რომ ჯარში არ ყოფილიყო დემოტივაცია. რა თქმა უნდა, ეს არ არის შემთხვევითი. როდესაც შენ ხელს მოაწერ უცხო ქვეყნის წარმომადგენლობას, სამწუხაროდ, შემდეგ აღარ გეკითხებიან რა გააკეთო და რა არა. სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე ნაღმი – სად აფეთქდება და სად მოგვიწევს ჩვენ ამის ჩაქრობა, არ ვიცი. მათ შორის იყო ცნობილი ფაქტი დავით გარეჯთან დაკავშირებული, რომელიც არის, რა თქმა უნდა, სენსიტიური ხასიათის. როდესაც იყო ასეთი პროვოკაციული მცდელობაზე საუბარი, ზუსტად მაშინ ჩავიდა იმ ადგილას პროვოკაციების მოსაწყობად საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ მოგვიწია ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან გარკვეული კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იყო ჩვენი ჟესტი და ეს ადამიანი გასული იყო მომსახურების ზონიდან,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ეკა კვესიტაძეს გულზე მოხვდა კახა კალაძის სიტყვები (ვიდეო)
Next: ამიტომ არის, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, რომელიც მეორეჯერ აპირებს კენჭისყრას მომავალ არჩევნებში, საკუთარი გამარჯვებისთვის საკვანძო საკითხად უცხოური ჩარევის აკრძალვის კამპანიას აანონსებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.