Skip to content
04/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს ჩვენ კი არა არცერთი ჩვენზე უფრო მდგრადად მყოფი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი, იმიტომ იქმნება ევროსაბჭოები და ალიანსები

მარშალ პრესი 19/05/2024
giorgi grigolia

სააკაშვილის კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექიმების 80% მხარს არ უჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, რაც არ უნდა თქვან, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, მისი წონით და ზომით და მოსახლეობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია, რადგან მასზე უფრო მდგრადად მყოფი ქვეყნებიც კი არ არიან დამოუკიდებლები და ქმნიან ალიანსებს.

„ექიმები ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ფენა არის ჩვენ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ექიმების ალბათ 80% მხარს არ უჭერს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ რაც არ უნდა გვითხრან და რაც არ უნდა მოგვიყვნენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები, არავის ბრძანებებს არ ვასრულებდეთ, ჩვენ თვითონ უნდა ვწყვეტდეთ ყველაფერს, ჩვენი წონიდან, ზომიდან, ჩვენი მოსახლეობიდან გამომდინარე, დღეს ჩვენ კი არა, არცერთი ჩვენზე უფრო მდგრადად მყოფი ქვეყანა არ არის დამოუკიდებელი, იმიტომ იქმნება ევროსაბჭოები და იმიტომ იქმნება ალიანსები. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა აირჩიოს სწორი გზა“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

Post navigation

Previous: უსირცხვილო კაცი. რა მიღწევა არ აქვს ბოროტებაში და ახლა მუსიკალურ-კომპოზიციური იდეის პლაგიატიც დაიმატა დანაშაულთა ჩამონათვალში – სვიმონ ჯანგულაშვილი სააკაშვილზე
Next: პრეზიდენტის ეს ქმედება კიდევ ერთი აღიარება და გამარჯვებაა „გამჭვირვალობის კანონის“ ეროვნული შინაარსის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.