Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია

მარშალ პრესი 18/05/2024
irakli garibashvili

პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, გულანთებული ახალგაზრდობა არის ის ძალა და ენერგია, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარება და პროგრესული იდეების, ქვეყნისთვის სასარგებლო იდეების განხორციელება.

„ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ აუცილებელია დიალოგი, ვითარების დამშვიდება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო, უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს. რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ძალიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ბევრი ახალგაზრდა, შესაძლოა, იყოს ამ აქციებში და ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“ ახალგაზრდულ ფრთებს და ა.შ. მაგრამ იქ არიან ჩვეულებრივი, აპოლიტიკური ახალგაზრდები, ჩვენი გულანთებული ახლაგაზრდა თაობა, მათთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, „დისკუსიას რა აზრი აქვს, როდესაც კანონი მიღებულია“, ღარიბაშვილმა აღნიშნა:

„აზრი ყოველთვის აქვს. თუ ეს აზრი გამიზნულია, რომ მოხდეს შეთანხმება ან გამოსავალი იქნეს მოძიებული, რატომ არ აქვს აზრი? პრობლემა ის არის, რომ არ იყო მანამდე კონკრეტული თანმხვედრი იდეები და წინადადებები. ვენეციის კომისია მუშაობს და დაველოდოთ რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან გაკეთდა უკვე საკმარისზე მეტი განმარტება. პრემიერმა თქვა, რომ ჩვენი გუნდი მზად არის დისკუსიისთვის, მათ შორის, პარტნიორებთან. უნდა გავიგოთ, რა არ არის მიუღებელი. ვფიქრობ, რაღაც გამოსავალს გამოვნახავთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.

Post navigation

Previous: ლიდერობა თუ გინდა, უნდა უთხრა საზოგადოებას, რას სთავაზობ, გაბუტული ბავშვივით თქვა, არ დავწერ დასკვნებს და ვეტოზე დასაბუთებას არ გავაკეთებ, არასწორია
Next: ოზურგეთელი მოჭიდავე ნიკოლოზ კუტუბიძე ევროპის ჩემპიონია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.