Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავიჯერო, 10, გავლენებისგან თავისუფალი ახალგაზრდა ვერ შეიკრიბება? გაბედონ, მოვიდნენ და საზოგადოებას აუხსნან, რაც არ მოსწონთ

მარშალ პრესი 18/05/2024
mikheil kavelashvili

„იმ ახალგაზრდების ნაწილს, რომლებიც აქციაზე დგანან, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სთავაზობს, რომ შეხვდება და კანონის შესახებ ესაუბრება. დღეს სუვერენიტეტს სწორედ იმიტომ ვიცავთ, რომ ხვალ ის ახალგაზრდებს ჰქონდეთ და როგორ შეიძლება, ზურგი შევაქციოთ და მათთან ერთად არ ვიმსჯელოთ კანონზე?“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის ეს შეთავაზება ახალგაზრდებმა უნდა გამოიყენონ.

„მოდი, ჩემო ძვირფასო და დამელაპარაკე. შენ ხომ დალაპარაკება გინდა? პროტესტი მერე გამოთქვი, თუ დამარწმუნებ, რომ რამეს არასწორად ვაკეთებ და მაინც იმავეს გავაგრძელებ. დავიჯერო, 10, გავლენებისგან თავისუფალი ახალგაზრდა ვერ შეიკრიბება? გაბედონ, მოვიდნენ და საზოგადოებას აუხსნან, რაც არ მოსწონთ, მითუმეტეს, რომ ქვეყნის პირველი პირი იწვევს. მადლობა ჩვენს პრემიერს, რომ ასეთი რამ შესთავაზა ახალგაზრდებს.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ვინც, აი ამ ჟამს არ დგახართ ხალხთან ერთად, თვითონ ამოიშალეთ თავი – ანიტა რაჭველიშვილი
Next: ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს წაგვართვას ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი – ეროვნული იდენტობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.