Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი!

მარშალ პრესი 17/05/2024
mamuka mdinaradze

ქართული, ეროვნული იდენტობა, რწმენა, კულტურა, ოჯახისა და მშობლების პატივისცემა, ტრადიციული ღირებულებები, მშვიდობა და განვითარება, პროგრესი, ღირსეული ევროპული მომავალი, ქვეყნის გაერთიანება, ფიზიკური და სულიერი გადარჩენა – ამისთვის იყო დღეს სახლიდან გამოსული ერიც და ბერიც! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი.

„დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ქართული, ეროვნული იდენტობა, რწმენა, კულტურა, ოჯახისა და მშობლების პატივისცემა, ტრადიციული ღირებულებები, მშვიდობა და განვითარება, პროგრესი, ღირსეული ევროპული მომავალი, ქვეყნის გაერთიანება, ფიზიკური და სულიერი გადარჩენა – ამისთვის იყო დღეს სახლიდან გამოსული ერიც და ბერიც!
დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
მამული, ენა, სარწმუნოება! – “ღირსებით ევროპისკენ“, – წერს მამუკა მდინარაძე.

Post navigation

Previous: დღეს 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა – ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი
Next: როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების დაცვისთვის და ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.