IMG.GE IMG.GE
სრულიადაც არ ვფიქრობ, რომ რაღაც დრამატული თავდასხმები მოხდა. იყო კრიტიკული გამოხატულება. როცა კრიტიკულ აზრს გამოხატავს ვინმე, ის კორექტულად აკეთებს ამას სხვის დასაფასებლად თუ სხვანაირად, ეს, რა თქმა უნდა, ინტერპრეტაციის საქმეა. – ასე გამოეხმაურა ,,ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი გერმანიის ელჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.
„ვნახეთ განცხადებები, რომელიც გაკეთდა გერმანიის ელჩის გაკრიტიკების შემდეგ. სრულიად გასაგებია, რომ დიპლომატიურ კორპუსში გარკვეული სოლიდარობა არსებობს. გერმანია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ოპოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ამას ადასტურებდა, ძალიან საპატივსაცემო დამოკიდებულება არსებობდა. ელჩს აქვს თავის ინტერპრეტაცია გარკვეული მოვლენის, სხვა ელჩებს შესაძლოა, გარკვეულად სხვაგვარი. ამის გამო სრულიადაც არ ვფიქრობ, რომ რაღაც დრამატული თავდასხმები მოხდა. იყო კრიტიკული გამოხატულება. როცა კრიტიკულ აზრს გამოხატავს ვინმე, ის კორექტულად აკეთებს ამას სხვის დასაფასებლად თუ სხვანაირად, ეს, რა თქმა უნდა, ინტერპრეტაციის საქმეა. თუმცა ვფიქრობ, კრიტიკა არსებობს და შესაძლებელია ეს ჩვეულებრივი პროცესის თანმდევი იყოს. არ მგონია, ეს ყველაფერი ძალიან დრამატულია, დისკუსიით და შეხვედრით ყველაფერი გაირკვევა. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ეთიკის ამბავია, კრიტიკას როგორ გამოთქვამ. მე მაგალითად, სრულიადაც არ ვთვლი, რომ ზოგიერთი განცხადება იყო თავდასხმა, ნამდვილად არ იყო. ასე გამოიხატა საწინააღმდეგო აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც ელჩმა განაცხადა. არ მგონია, რომ ამას დიდი გართულებები უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირმა.

„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE