Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ღირსებით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური თვითმყოფადობით, მრწამსით და აღმსარებლობით უნდა შევიდეთ ნებისმიერ გაერთიანებაში

მარშალ პრესი 17/05/2024
meupe giorgi

საქართველოს კონსტიტუციაში ქართველმა ერმა განსაზღვრა და დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ პოლიტიკური გეზი არის ევროინტეგრაცია. ეს გასაგებია, ამას მივესალმებით, ეკლესია ვიძახით, რომ საზოგადოების ამ კონსენსუსს ყველა ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ განაცხადა.

მისი თქმით, ღირსებით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური თვითმყოფადობით, მრწამსით და აღმსარებლობით უნდა შევიდეთ ნებისმიერ გაერთიანებაში და არა მოხდეს აღრევა – ათქვეფა, ისეთ მსოფლიო გლობალურ ბიო მასაში, სადაც ხდება ეროვნების გადაგვარება, რჯულის ფეხქვეშ გათელვა. „ჩვენ მონობა არავისთან მიმართებაში არ გვინდა.

ჩვენი დიდი საუნჯე სარწმუნოებაა და რაც მას არ ეწინააღმდეგება ჩვენც ვართ მოწოდებული მათთან მეგობრობისკენ. საქართველოს კონსტიტუციაში ქართველმა ერმა განსაზღვრა და დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ პოლიტიკური გეზი არის ევროინტეგრაცია.

ეს გასაგებია, ამას მივესალმებით, ეკლესია ვიძახით, რომ საზოგადოების ამ კონსენსუსს ყველა ვუჭერთ მხარს, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ღირსებით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური თვითმყოფადობით, მრწამსით და აღმსარებლობით უნდა შევიდეთ ნებისმიერ გაერთიანებაში და არა მოხდეს აღრევა – ათქვეფა, ისეთ მსოფლიო გლობალურ ბიო მასაში, სადაც ხდება ეროვნების გადაგვარება, რჯულის ფეხქვეშ გათელვა, რაც აქცევს ადამიანს მსოფლიო მოქალაქედ, რომელსაც არც წინაპარი არ ახსოვს, აღარც ქრისტე და არც რჯული… ასეთი ერები ქრებიან და აღარ არსებობენ. სწორედ ქრისტეს რჯულმა მოგვიყვანა დღემდე და ასეც უნდა იყოს ხვალაც“, – განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგიმ.

Post navigation

Previous: დღევანდელი ხელისუფლება, ჩვენ ქვეყანას უმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ახალ მსოფლიო წესრიგში – იმათმა დაუკრან ტაში ჟიგიმატასებს და როთებს
Next: ვენეციის კომისიის დასკვნა ყველა შემთხვევაში საყურადღებოა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ვწყვეტთ და არა ვენეციის კომისია რა არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი – ვახუშტი მენაბდე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.