Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ეს ვიზიტი თავის წვლილს შეიტანს ამ საქმეში

მარშალ პრესი 16/05/2024
irakli kobakhidze3

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა და საუბარი შეეხო თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე.

„დასრულდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ბუნებრივია, ეს ვიზიტი თავის წვლილს შეიტანს ამ საქმეში.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩვენს კოლეგებთან, განსაკუთრებით პრეზიდენტ ერდოღანთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ვიზიტი თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაში.

ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. ყველაფერი გაკეთდება ჩვენი მეგობრობის, პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც – ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე
Next: მიმდინარე მოვლენებზე რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი პოსტს აქვეყნებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.