IMG.GE IMG.GE

საქართველოს საზღვრების გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ​ გომელაური ეხმაურება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ საზღვრები დაკეტილია ყველა მიმართულებით, მათ შორის რუსეთთან.

საზღვარი გახსნილია მხოლოდ მაშინ, როცა შემოდის ჩვენი მოქალაქე და ყველა მიდის კარანტინში. ესენი არიან ძირითადად ისინი, რომელთაც აქვთ ორმაგი მოქალაქეობა. ვიზიტორებს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც ჰყავთ ორმაგი მოქალაქეები შვილები, მეუღლეები. მათი შეჩერების უფლება ჩვენ არ გვაქვს. თუ მშობელს აქვს ორმაგი მოქალაქეობა შვილს ვერ დავტოვებთ სხვა ქვეყანაში. თუმცა მას ხშირ შემთხვევაში არ აქვს ჩვენი მოქალაქეობა. ამტომ გავრცელდა სოცქსელებში ინფორმაცია, რომ დადიან რუსული ნომრებით და გადაადგილდებიან რუსეთის მოქალაქეები“, – აღნიშნა გომელაურმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება