Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო ღიაა დისკუსიისთვის ევროპელ პარტნიორებთან და ასევე მზადაა იმ შემოთავაზებებისთვის, რომლებსაც ევროპელი პარტნიორები გვთავაზობენ, რაც ამ კანონს შესაბამისობაში მოიყვანს ევროპულ დირექტივებთან

მარშალ პრესი 16/05/2024
nikoloz samkharadze

ამ კანონებს შორის არანაირი მსგავსება არ არის. პირიქით, რუსულ კანონს აქვს მკაცრი წესები, რომელიც ინდივიდუალურ პირებს კრიმინალურ ბრალდებებს უწესებს და ხურავს და აუქმებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, უკრძალავს ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და ეს არის რუსული კანონი. მე ახლა აღვწერ რუსულ კანონს. ქართულ კანონს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან, რომ მათ, წელიწადში ერთხელ, მოახდინონ მიღებული და დახარჯული თანხების დეკლარირება. სულ ეს არის. მეტი სხვა მოთხოვნა არ არსებობს, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ბი ბი სი“-თვის მიცემულ ინტერვიუში.

სამხარაძის თქმით, საქართველო ღიაა დისკუსიისთვის ევროპელ პარტნიორებთან და ასევე მზადაა იმ შემოთავაზებებისთვის, რომლებსაც ევროპელი პარტნიორები გვთავაზობენ, რაც ამ კანონს შესაბამისობაში მოიყვანს ევროპულ დირექტივებთან. მანვე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამჭვირვალობას, არანაირი საერთო არ აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებასთან.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვწუხვართ და ძალიან გვაშფოთებს ის, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ამ თავდასხმას და ფაქტობრივად ჩვენ ვიყავით მონაწილე მხარე სახელმწიფოთა იმ ჯგუფისა, რომელმაც მიმართა საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოს, რომ ამ უკანასკნელმა გამოიძიოს კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ის დანაშაულები, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, მაგრამ, იმავდროულად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმას, რომ ჩვენ მოვითხოვთ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან გამჭვირვალობას, არანაირი საერთო არ აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებასთან. ეს არაფერ კავშირშია საგარეო პოლიტიკასთან. ეს ეხება იმას, რომ ჩვენ გვქონდეს სრული სურათი და სრული ინფორმაცია ჩვენი საზოგადოებისათვის, თუ როგორ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები დაფინანსებულნი, თუ საიდან ფინანსდებიან ისინი. შეიძლება ისინი რუსეთიდან ფინანსდებიან, შეიძლება ისინი სხვა ქვეყნებიდან ფინანსდებიან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ საიდან ფინანსდებიან ისინი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Post navigation

Previous: ოპოზიციისგან იყო ინიციატივა, რომ საერთო ფორმატი შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნებიან პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ერთიანი ძალით დავუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“
Next: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.