„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იქნება, რა გზას აირჩევს და თუნდაც ევროპაში თავიანთ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფებს დაუმტკიცებენ, რამდენად არიან მზად, იყვნენ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის თანამონაწილე – კახა კუჭავა

210
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, აღებული ვალდებულების შესაბამისად, ამნისტიის შესახებ კანონს მიიღებენ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავიანთი პოლიტიკური ჯგუფის წევრები, ევროპარლამენტარები, დასავლეთიდან პოლიტიკოსები მოუწოდებენ, შევიდნენ პარლამენტში და საკუთარი ამომრჩევლის ხმა გააჟღერონ.

კახა კუჭავას განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, რა გზას აირჩევენ როგორც პარლამენტში შესვლის, ისე ამნისტიის კანონპროექტის მიმართულებით.

„ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, ამნისტიის კანონს მივიღებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში ისინი, ვინც ხელი მოაწერეს, ამ პრინციპებს და ხელშეკრულების პუნქტებს დაეთანხმნენ, იქნებიან ამ კანონპროექტის მონაწილე, მივიღებთ ჩვენ ამ კანონპროექტს და საბოლოოდ ეს საკითხი დაიხურება. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ, თუ როგორ ხედავენ ამ პროცესს. ფაქტია, მათი პოზიცირება, როგორც პროევროპული ძალის, პირველ რიგში უნდა დაამტკიცონ ქმედებით და როდესაც მათივე პოლიტიკური ჯგუფის წევრები, ევროპარლამენტარები, სხვადასხვა პოლიტიკოსები დასავლეთიდან მოუწოდებენ მათ, გადადგან ეს ნაბიჯი, გადადონ გვერდზე მიკროპარტიული მიზნები და თავიანთი ხედვები, უფრო გლობალურ სურათს შეხედონ ქვეყნის განვითარების კუთხით, შევიდნენ პარლამენტში, თავიანთი მანდატი დაიკავონ, შესაბამისად, თავიანთი ამომრჩევლის ხმა გააჟღერონ პარლამენტში, ეს არის, რაც მათ სურთ. საბოლოო ჯამში, ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იქნება, რა გზას აირჩევს და თუნდაც თავიანთ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფებს ევროპაში დაუმტიცებენ, რამდენად არიან ისინი მზად, იყვნენ დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის თანამონაწილე“, – განაცხადა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა

კომენტარები
რეკლამა
მოწონება