Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ო’ბრაიენს არც უხსენებია კანონის უკან გაწვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამერიკული მხარე დარწმუნდა – საქართველო შედგა როგორც სუვერენული ქვეყანა

მარშალ პრესი 15/05/2024
guram macharashvili

„პარტნიორული ურთიერთობები ჩვენ გვინდა, ოღონდ სუვერენული საქართველოს სტატუსით,“ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯო ო’ბრაიენის განცხადებებს.

როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანი ო’ბრაიენის გზავნილში იყო ისიც, რომ მას არც უხსენებია „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონის“ უკან გაწვევა, რაც დასტურია იმის, რომ საქართველო შედგა როგორც სუვერენული ქვეყანა.

„რაც თქვა უბრალოდ და ძალიან მოკრძალებულად იყო ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ტიპის მიდგომები არ შეიცვლება, იქნება შეზღუდვები გადაადგილებასთან დაკავშირებით. სანქციები არც უხსენებია, იმიტომ, რომ ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტიპის სანქცია ვერ მოახდენს ეფექტს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, ამიტომაც არანაირი საუბარი სანქციებთან დაკავშირებით არ იყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ო’ბრაიენის გზავნილში იყო ის, რომ მას არც უხსენებია კანონის უკან გაწვევა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკული მხარე დარწმუნდა – საქართველო შედგა როგორც სუვერენული ქვეყანა. რაც შეეხება სამომავლო ურთიერთობებს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ პარტნიორული ურთიერთობები ჩვენ გვინდა, ოღონდ სუვერენული საქართველოს სტატუსით,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: არმაზიკო ახვლედიანი მთავრობის გადადგომის მოთხოვნის ინიციატივით გამოდის
Next: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.