Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წარმოიდგინეთ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს გერმანიაში ან ლიეტუვაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც მთავრობის დამხობას ითხოვენ და გააკეთოს მომიტინგეთა მხარდამჭერი განცხადებები

მარშალ პრესი 15/05/2024
sozar subari

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საქართველოში ვიზიტად მყოფი ოთხი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების, ვიზიტს ეხმაურება. მედიასთან საუბარში სუბარმა განაცხადა, რომ მისთვის წარმოუდგენელია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს სხვა რომელიმე ქვეყანაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც ხელისუფლების დამხობას ითხოვენ და მათ მხარი დაუჭიროს.

„წარმოიდგინეთ საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძე, ჩავიდეს გერმანიაში ან ლიეტუვაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც მთავრობის დამხობას ითხოვენ და გააკეთოს განცხადებები, რომ დგას ამ მომიტინგეების გვერდით და უერთდება მათ მოთხოვნებს, ასევე, გააკრიტიკოს ლიეტუვის ან გერმანიის ვთქვათ ლუთერანული ან კათოლიკური ეკლესია და თქვას, რომ ეს ეკლესიები არ ასახავენ ლიეტუვის ან გერმანელი ხალხის ინტერესებს, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში?“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება
Next: ყველამ ვიცით, რომ მინიმუმ 10 წლით რევოლუციას უკან მიჰყავს საქართველო, ზოგჯერ მეტითაც, ამ სცენარის განმეორება არცერთ ოდნავ მაინც მოაზროვნე ადამიანს არ უნდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.