Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წარსულის ჯალათები და მომავლის უუნარო მოღალატეები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვებს აფარებდნენ თავის მშიშარა სხეულებს, ბელადის პალატაში თანამდებობების განაწილების მოლოდინში

მარშალ პრესი 14/05/2024
david kartvelishvili

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართველ ახალგაზრდობას მამაშვილურ და სამოქალაქო მადლობას უხდის. როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყელში ამოსულ პოლარიზაციას პირველი დარტყმა თავად ახალგაზრდებმა მიაყენეს, დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე ძალიან მცირე რაოდენობით მისვლით.

„ჩვენ თქვენთან ერთად შევალთ ევროპაში. ღირსეულ ევროპაში.“ – აღნიშნავს ქართველიშვილი.

„მე მინდა ქართველ ახალგაზრდობას მამაშვილური და სამოქალაქო მადლობა გადავუხადო. რეალურად, დღეს, აი ამ წუთებში ყველას (!) ყელში ამოსულ პოლარიზაციას პირველი დარტყმა ჩვენმა ახალგაზრდებმა მიაყენეს. გარდაუვალის მისაღები ხუთივე სტადია გამოიარეს ჩვენმა ბავშვებმა: უარყოფა – ვაჭრობა – მრისხანება – დეპრესია – მიღება. მათ ზურგს უკან მყოფი წარსულის ჯალათები და მომავლის უუნარო მოღალატეები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვებს აფარებდნენ თავის მშიშარა სხეულებს, ბელადის პალატაში თანამდებობების განაწილების მოლოდინში. ამ ფოტოზე – ყოველივე ამაზე ახალგაზრდების პასუხია. ჩვენ თქვენთან ერთად შევალთ ევროპაში. ღირსეულ ევროპაში. ღირსეული საქართველო!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ქართულ ოპოზიციას ეშინია 2024 წლის არჩევნების, ამიტომ ის ემზადება ფერადი რევოლუციისათვის
Next: ნინო ლომჯარია გაცეცხლებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.